ახალი ამბები
როგორ აფასებენ ქუთაისელი პოლიტიკოსები 2016 წელს
FaceBook
2016 წელი ქუთაისისთვის და არა ამხოლოდ, პოლიტიკურად აქტიური წელი იყო. ქვეყანაში საპარლამენტო (ორტურიანი) არჩევნები ჩატარდა.

პოლიტიკურ პარტიებში რეორგანზაცია და ძალთა გადანაწილება ამ დრომდე გრძელდება.

"კრიზისული და პოლიტიკურად გაურკვეველი", "კარგი წელი მხოლოდ ხელისუფლებისთვის", "წარუმატებელი წელი ოპოზიციისთვის", - ასე აფასებენ ქუთაისში მოქმედი პარტიების წარმომადგენლები მიმდინარე წლის პოლიტიკურ ცხოვრებას.

არასაპარლამენტო ოპოზიციის "თავისუფალი საქართველოსთვის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას შეფასებით, 2016 წელი ქალაქისთვის პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო. ის თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნებმა ქუთაისი, ისევე, როგორც სხვა ქალაქები, პოლიტიკურ კრიზისში და ჩიხში შეიყვანა.

"კაცობრიობამ არჩევნები იმიტომ გამოიგონა, რომ კრიზისული ვითარებიდან გამოვიდნენ. საქართველოში კი პირიქით ხდება, არჩევნების დროს შედიან კრიზისში", - ამბობს გოგი წულაია.

ანალოგიურად ფიქრობს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩენილი "რესპუბლიკური პარტიის" უკვე ყოფილი წარმომადგენლი, ნატო ქათამაძეც.
ის მიიჩნევს, რომ 2016 წელი წარმატებული მხოლოდ ხელისუფლებისთვის იყო. რადგან, "ქართულმა ოცნებამ" მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები ხმათა უმრავლესობით მოიგო.

"მიუხედავად დაუმთავრებელი ინფრასტრუქტრული პროექტებისა და იმ მსუყე დაპირებებისა, რომელიც არ შესრულდება, რადგან ამ დრომდე ასე იყო, მაინც "ოცნებას" მისცა ხალხმა ხმა. ქუთაისმა სამი მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. მე ვფიქრობ, არცერთი გააკეთებს რამეს ქალაქისთვის. მე შემიძლია, ამ შემთხვევაში, ჩემს კონკურენტზე ვისაუბრო. სანაძლეოს ჩამოვალ, თუ ამ ოთხი წლის მანძილზე დიტო მხეიძისგან ერთ წინადადებას ან ჩართულ მიკროფონს დაინახავთ", - ამბობს ყოფილი "რესპუბლიკელი".

ქალაქისთვის პოლიტიკურად წარუმატებლად და პარტიისთვის ნაკლებად წარმატებულად თვლიან 2016 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაში.

პარტიაში პრობლემები და პოლიტიკური ლიდერის არჩევის საკითხი, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან დღემდე, გაურკვეველია.
"წაგებული არჩევნების შემდეგ ყოველთვის არის პარტიაში პრობლემები, აზრთა სხვადსხვაობა, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი და ეროვნული პოლიტიკური პარტია, პასუხისმგებელი ვართ ამომრჩევლების და ქვეყნის წინაშე. ამიტომაც, ვფიქრობ, რაციონალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი და საკრებულოს დეპუტატი, ამირან ძოწენიძე.

"კრიზული პოლიტიკური წელი, რომელმაც გამოძახილი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში ჰპოვა. მტერს არ ვუსურვებ ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში ჩაგვივარდა", - ასე აფასებს "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, სამსონ გუგავა მიმდინარე წელს.

ის ამბობს, რომ შეუძლებლია ქვეყანაში, სადაც ეროვნული ვალუტა უფასურდება რომელიმე პოლტიკური პარტია იყოს წარმატებული.

იმერეთის ვიცე-გუბერნატორი და "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჭიღვარია თვლის, რომ მიმდინარე წელი მისი პოლიტიკური გუნდისთვის ნამდვილად წარმატებული იყო.

"არჩევნები სუფთად ჩავატარეთ და "ქართულმა ოცნებამ" ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. რაც შეეხება ლარის კურსს, ის უკვე სტაბილურდება. თუმცა, ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ "ოცნებისთვის" ეს წელი წარუმატებელი იყო, რადგან ლარის კურსი ეს სხვა თემაა და პოლიტიკური წარმატება სხვა", - ამბობს გიორგი ჭიღვარია.

რა შედეგს და ვის რა წარმატებას მოუტანს 2017 წელი, ეს უკვე მომდევნო წლის ბოლოს გახდება ცნობილი.


Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს ქუთაისის
ცენტრალურ მოედანზე გაათევენ.


ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც დილით პოლიციამ
გუმათჰესთან, სადაც აქტივისტების ერთადერთი დარჩენილი კარავია გაშლილი
რკინის ბარიკადები აღმართა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ,
პროტესტი არ შეწყდება და ის კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს
მიიღებს.

დღესვე აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა
თქვა, რომ პროტესტმა მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას და მოუწოდა
ადამიანებს თავიანთ ქალაქებში მოაწყონ აქციები და მოახდინონ თავიანთი
საპროტესტო სივრცეების ბლოკირება.


ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქტივისტებმა
გუმათჰესიდან გადმოინაცვლეს, რადგან აქტივისტების ნაწილს, რომლებიც
ქუთაისიდან გუმათისკენ მიემართებოდნენ, პოლიციამ გზა გადაუკეტა.


ამის შემდეგ, აქტივისტების ნაწილი, რომლებიც
გუმათში იმყოფებოდნენ, ქუთაისში ჩამოვიდნენ.


აქციის მონაწილეები დილით ისევ რიონის ხეობისკენ
დაიძრებიან. ხეობის მცხოვრებლები უკვე 171-ე დღეა უწყვეტად
აპროტესტებენ 433მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას.
20:21 / 14.04.2021
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათევენ.


ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც დილით პოლიციამ გუმათჰესთან, სადაც აქტივისტების ერთადერთი დარჩენილი კარავია გაშლილი რკინის ბარიკადები აღმართა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტი არ შეწყდება და ის კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს.

დღესვე აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ პროტესტმა მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას და მოუწოდა ადამიანებს თავიანთ ქალაქებში მოაწყონ აქციები და მოახდინონ თავიანთი საპროტესტო სივრცეების ბლოკირება.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქტივისტებმა გუმათჰესიდან გადმოინაცვლეს, რადგან აქტივისტების ნაწილს, რომლებიც ქუთაისიდან გუმათისკენ მიემართებოდნენ, პოლიციამ გზა გადაუკეტა.

ამის შემდეგ, აქტივისტების ნაწილი, რომლებიც გუმათში იმყოფებოდნენ, ქუთაისში ჩამოვიდნენ.

აქციის მონაწილეები დილით ისევ რიონის ხეობისკენ დაიძრებიან. ხეობის მცხოვრებლები უკვე 171-ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ 433მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას.
ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით,
ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან  აქციის დროს დაკავებულ ათივე
აქტივისტს გაათავისუფლებენ.
17:58 / 14.04.2021
ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან  აქციის დროს დაკავებულ ათივე აქტივისტს გაათავისუფლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.