ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში 2016 წელს პრემიებისა და დანამატისთვის 645 996 ლარი დაიხარჯა
FaceBook
ქუთაისის მერიაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მიმდინარე წელს პრემიებისა და სახელფასო დანამატისთვის 645 996, 46 ლარი დაიხარჯა.

პრემიებთან ერთად, სახელფასო დანამატი მიიღეს ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოს თანმამდებობის პირებმა.

მერიიდან მიღებული წერილის მიხედვით, ქალაქის მერის მოადგილეებს, ნოდარ მიქიაშვილსა და კოტე ქავთარაძეს, მიმდინარე წლის აპრილში ხელფასის ოდენობის (მიქიაშვილი - 2 100 ლარი, ხოლო ქავთარძე - 2 050 ლარი) პრემიასთან ერთად, ამ თანხის 40%-ის ოდენობის დანამატიც ერგოთ.

ხელფასის ოდენობის პრემია (1 700 ლარი) და 30% სახელფასო დამატი მიიღო მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ, ასევე საბინაო, სოციალურ საკითხთა, არქიტექტურისა და ზედამხედველობის, კეთილმოწყობისა და საფინანსო სამსახურების უფროსებმა.

"აქვე გაცნობებთ, რომ პრემია გაიცა ISO სერთიფიკატის მიღების გამო. სახელფასო დანამატის გაცემას არეგულირებს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდესი", - ნათქვამია მერიიდან მიღებულ ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს, მერიის ადმინიტრაციული
სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია აწერს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქალაქის მერს მიმდინარე წელს პრემია და სახელფასო დანამატი არ აუღია.

ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში მიმდინარე წელს, სახელფასო ფონდისთვის 3 677 500 ლარი იყო განსაზღვრული, საიდანაც ამ დროისთვის 3 387 040 ლარი უკვე ათვისებულია.

გასულ წელს მერიაში სახელფასო დანამატისთვის 174 500 ლარი, ხოლო პრემიებზე 234 400 ლარი დაიხარჯა. 2014 წელს კი 355 900 ლარის პრემია გაიცა.

ქუთაისის მერიას მიმდინარე წლის აპრილში თვითმმართველობებს შორის  ISO სერთიფიკატი მიენიჭა. ქალაქის მერს, მუნიციპალიტეტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მართვისთვის, საერთაშორისო დონის სერთიფიკატი საქართველოში, SAI GLOBAL-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გურამ ფერიშვილმა გადასცა. 

ქუთაისის საკრებულოში, მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე, კი პრემიებისა და სახელფასო დანამატებისათვის 120 925 ლარი დაიხარჯა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.