ახალი ამბები
ქუთაისში "მომავლის თაობის" შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
FaceBook
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.


მასში იმერეთის რეგიონის სკოლების დირექტორები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები მოაწყვეს.

მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეებმა კი, პროექტის ფარგლებში, მათ სკოლებში, სასწავლო წლის პირველ სემესტრში განხორციელებულ სასკოლო პროგრამებზე ისაუბრეს.

პროგრამის მიზანი სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესება და მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდის მხარდაჭერაა, გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის მისაღებად.

პროექტი უკვე სამი წელია ხორციელდება და მომავალი სასწავლო წლის ბოლოს დასრულდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
11:40 / 11.12.2025
პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის
არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
15:43 / 10.12.2025
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.