ახალი ამბები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმის განხილვა მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეს განიხილავს.

მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის ადმინისტრაციის, თანამშრომლებისა და ბენეფიციარების ინტერესებს სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს.

2016 წლის 19 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე, დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და სიმბოლური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება განსაზღვრა კერძო პირების მიმართ. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციას ადგილი არ ქონია.

სააპელაციო საჩივარი EMC ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სწორედ ამ ნაწილს შეეხება.

კერძოდ, EMC შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის ნაწილში უთითებს, რომ მუსლიმი თემის უფლებების ხელშეშლა არსებითად პოლიციის დემონსტრაციული უმოქმედობის და არაეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის შედეგია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე, გაასაჩივრეს კერძო პირებმა, რომელთა მიმართაც უწყებამ დისკრიმინაცია დაადგინა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.