ახალი ამბები
ქუთაისში 200–მდე დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა
FaceBook
ქუთაისში დევნილ ოჯახს ბინები მომავალ წელს გადაეცემა.


დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 200–მდე დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინებს მომავალი წლის ინვარში გადასცემენ.

35 დევნილ ოჯახს ბინები
2015 წელსაც გადაეცა. ისინი ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ფართებით დააკმაყოფილეს.

გასულ წელს დევნილთა სამინისტრომ ქალაქის ტერიტორიაზე სულ 53 ბინა შეისყიდა.

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ქუთაისში 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე ოჯახი მიიღებს.

ამ დროისათვის კი 2 კორპუსი შენდება, სადაც 160 ოჯახი შესახლდება.
Print