ახალი ამბები
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტს დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე ხვალ გაიტანენ
FaceBook
ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს დასამტკიცებლად მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, საკრებულოს 30–ე რიგგარეშე სხდომაზე გამოიტანენ

ადგილობრივ თვითმმართველობაში ადასტურებენ, რომ ბიუჯეტის პროექტის წარმომადგენლობით ორგანოში განხილვა ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე განიხილეს საკრებულოს კომისიებში.

გასულ კვირას კი პროექტი ქალაქის ვიცე–მერმა, კოტე ქავთარაძემ ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო.

ჯერჯერობით უცნობია დაუჭერს, თუ არა მხარს ბიუჯეტს საკრებულოს ოპოზიცია.

ქალაქის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 51 572 800 ლარით განისაზღვრა.



Print