ახალი ამბები
43 000 ლარი ადგილობრივ ბიუჯეტში - უნებართვო და უკანონო მშენებლობის ჯარიმებიდან
FaceBook
ქუთაისის მერიამ,  ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაქში მშენებლობის დროს  85 სამართალდარღვევა დააფიქსირა,  რაც ობიექტების უკანონო და უნებართვო მშენებლობას ითვალისწინებს.

მერიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით,  2015-2016 წლებში 59  ფიზიკური, ხოლო  26 იურიდიული პირი დაჯარიმდა. სანქციის შედეგად ბიუჯეტში მიმდინარე წელს (5 დეკემბრის მონაცემებით) შესულმა თანხამ  43 000 ლარი შეადგინა.  

სანებართვო პირობების ვადების გადაცდომა, ფასადის რეაბილიტაციის შეუთანხმებლობა, მიშენება, მანსარდების დამატება და სამშენებლო პროექტის გადაცდომით განხორცილება - ეს სწორედ ის დარღვევებია, რის გამოც ქუთაისში ფიზიკური და იურიდიული პირები ჯარიმდებიან.

2000 ლარიანი ჯარიმა განკუთვნილია იმ შემთხევევაში, როდესაც მშენებლობა პროექტის დაცვით არ ხორციელდება. ხოლო პროექტის არქონის შემთხვევაში,  პირს 3000 ლარიანი ჯარიმა ეკისრება, შენობა კი დემონტაჟს ექვემდებარება. თუმცა, მერიაში ირწმუნებიან, რომ უნებართვო მშენებლობის დაფიქსირების შემდეგ ობიექტის მესაკუთრეს 45 დღიან ვადას აძლევენ პროექტის წარსადგენად.

2015 წელს უკანონო და უნებართვო მშენებლობის დაჯარიმებიდან ადგილობრივ ბიუჯეტში შესულმა თანხამ  66 000  ლარი შეადგინა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.