ახალი ამბები
ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ფანჯრიდან გადმოვარდა გაუმჯობესდა
FaceBook
2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა გაუმჯობესდა.

მცირეწლოვანის ახლობლების ინფორმაციით, ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან  დღეს მოხსნეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

"ბავშვს ჩაუტარდა კვლევები, ექიმები ამბობენ, რომ გადარჩა.  თუმცა,  უახლოესი 72 საათი კვლავ დაკვირვებისა და მკურნალობის ქვეშ რჩება," - ამბობენ მცირეწლოვანის ახლობლები.

მცირეწლოვანი ამ დრომდე ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის მკურნალობას.

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მცირეწლოვანი ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ორი დღის წინ გადმოვარდა.

შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანს მენჯის ძვლები ჰქონდა დაზიანებული, ასევე მას თავის არეში მრავლობითი ჰემატომა აღენიშნებოდა, რის გამოც

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ორი დღე კრიზისული იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე 124 - ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.
Print