ახალი ამბები
ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ფანჯრიდან გადმოვარდა კვლავ მძიმეა
FaceBook
2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა მძიმეა.

ოჯახის ახლობლების თქმით, მცირეწლოვანი გადარჩა, თუმცა პაციენტს ინტერვენციული მედიციის ცენტრში ამ დრომდე გამოკვლევებს უტარებენ.

"ჯერ საბოლოო პასუხები არ არის, რადგან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ დრომდე იკვლევენ," - ამბობენ დაზარალებულის ოჯახის ახლობლები.

გუშინდელი შემთხვევის შედეგად, 2 წლის მცირეწლოვანს მენჯის ძვლები დაუზიანდა, ასევე მას თავის არეში მრავლობითი ჰემატომა აღენიშნება.

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მცირეწლოვანი ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გუშინ გადმოვარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე 124 - ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

Print