ახალი ამბები
მცირეწლოვნის მდგომარეობა, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოვარდა, მძიმეა
FaceBook
ქუთაისში მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ამ წუთებში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ხელოვნურ სუნთვაზეა.

ოჯახის ახლობლების განცხადებით, ბავშვს მენჯის ძვლის გარდა, თავი აქვს დაზიანებული.

"თავის არეში აქვს მრავლობითი ჰემატომა.  ბავშვის გადაადგილება არ შეიძლება და ამიტომ, თბილისიდან ჩამოდიან ექიმები თავის არის გამოსაკვლევად," - ამბობენ ოჯახის ახლობლები. 

თვითმხილველების თქმით, მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი მინდორზე დაეცა.

"მაშინვე იპოვეს, ცოცხალი იყო და საავადმყოფოში გადაიყვანეს" - ამბობენ მეზობლები.

მეცხრე სართულიდან გადავარდნილი ბავშვი დღეს 2 წლის გახდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე 124 - ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.
Print