ახალი ამბები
ოკაცეს კანიონსა და კინჩხას ჩანჩქერზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო (ფოტო)
FaceBook

ხონში, ოკაცეს კანიონსა და კინჩხას ჩანჩქერზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.


მოწესრიგდა კინჩხას ჩანჩქერამდე მისასვლელი 1 500 მეტრი გზის საფარი, ასევე, მოეწყო გზის გვერდითი ნაწილები, დამონტაჟდა სკამები, საინფორმაციო დაფები და სანაგვე ურნები. მდინარე ოკაცეზე აშენდა ხიდი და მოეწყო ავტოსადგომი.

გზაზე მოსასვენებელი სკამების, საინფორმაციო სახის ბანერების და ნაგვის ურნების დამონტაჟება არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონალური ინიციატივების ცენტრმა", პროექტის "სუფთა გარემო ჩვენი მომავლისთვის" ფარგლებში განახორციელა. პროექტის მიზანი ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ადგილების შეფასება და ტურისტულ რუკაზე დატანა იყო.

ოკაცეს კანიონსა და კინჩხას ჩანჩქერზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე სულ 1 411 000 ლარი დაიხარჯა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრიდან გამოიყო.

 



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:01 / 18.02.2026
"რაც უფრო მაღალია ქვეყნის კეთილდღეობის დონე, მით მეტად მძიმდება დემოგრაფიული ტენდენციები", - ამაზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს ისაუბრა.
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას და განახლებას საჭიროებს.
14:47 / 18.02.2026
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას და განახლებას საჭიროებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.