ახალი ამბები
ქუთაისში ე.წ კინოთეატრის "საქართველო" კინოდარბაზები წლის ბოლოს გაიხსნება
FaceBook
ქუთაისში ე.წ კინოთეატრი "საქართველო" წლის ბოლომდე გაიხსნება. თუმცა, კონკრეტულ თარიღს ქუთაისიპოტთან საუბარში ვერ აკონკრეტებენ.



"ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იქნება," - განმარტავენ კინოთეატრის ადმინისტრაციაში.

კინო "საქართველოს" დარბაზების გახსნის გადადების გამო, ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი აღარ გაიმართება.

კინოთეატრში უფასო კინოჩვენებები მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, კონოდარბაზებში უფასო კინოჩვენებები გაიმართა.

კონოთეატრის ადმინისტრაციაში ირწმუნებოდნენ, რომ ამით მხოლოდ ტექნიკის სატესტო რეჟიმში გაშვება მოხდა და ეს ფაქტი არჩევნებს არ უკავშირდებოდა.

"ფორსმაჟორში არ მომახდარა კინოდარბაზების გახსნა. უბრალოდ, როცა დასრულდა ტექნიკის აწყობა, მაშინ მოხდა მისი დატესტვაც. რადგან, სპეციალისტები ვინც მუშაობდნენ ამ მიმართულებით, უცხოელები იყვნენდა ვერ ვალოდინებდით", - ირწმუნება კინოთეატრის ადმინისტრაციის უფროსი, რაულ ქორჩილავა.

მისივე განმარტებით, უცნობია კონოსეანსის ბილეთის საშუალო ღირებულება.

რაულ ქორჩილავა მხოლოდ იმას ამბობს, რომ დღეში რამდენიმე კინოჩვენება მოეწყობა, რომლებიც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე იქნება.

ე.წ კინო "საქართველოში" ორი 67 კაციანი, ორი 130 და ორი 10-10 კაციანი VIP დარბაზია. აქედან, ერთი 67 კაციანი და ერთი 130 კაციანი დარბაზი 3D ფორმატისაა.


Print