ახალი ამბები
ქუთაისში მელიქიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 55 ოჯახი დახმარებას ითხოვს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში მელიქიშვილის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახი დახმარებას ითხოვს.

მობინადრეების ნაწილმა ბინები დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ადგილობრივი, ჩახერგილი სადარბაზოს გამო, ბინიდან გამოსვლას ვერ ახერხებს.

მიმდინარე წლის 20 ნოემბრის ღამეს ძილიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა.

სახურავიდან ჩამოვარდნილმა თუნუქის ფურცლებმა ბუნებრივი გაზის მილიც დააზიანა.

"გუშინ ღამის მერე ცვივა სახურავის ნაწილები. სამაშველო სამსახური ადგილზეა, მაგრამ ვერაფერს ვერ გვეხმარებიან. ამბობენ, ტექნიკა არ გვაქვსო. გუშინ მთელი ღამე ჩვენი ძალებით გავამაგრეთ სახურავი და არავინ დაგვხმარებია," - ამბობენ ადგილობრივები.

მათივე ინფორმაციით, სახლი ახალი სახურავით 2 წლის წინ დახურეს.

სამსაშველო სამსახურის სამმართველოს უფროსი, ვლადიმერ ჯღამაძე განმარტავს, რომ მაშველები სახურავზე მანამდე ვერ ავლენ, ვიდრე ქარი ოდნავ მაინც არ ჩადგება.

"მაშველსაც საფრთხე ემუქრება. ამ ეტაპზე ვაკონტროლებთ ტერირორიას, რომ ვინმე არ დაზარალდეს და გავწმენდთ ჩახერგილ სადარბაზოს," - ამბობს ვლადიმრე ჯღამაძე.




ჩახერგილი სადარბაზო მელიქიშვილის ქუჩის ხუთსართულიან კორპუსში 



მელიქიშვილის ქუჩის ხუთსართულიან კორპუსის დაზიანებული სახურავი
Print