ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა
FaceBook
ირაკლი კობახიძე მე-9 მოწვევის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

მას მხარი 118–მა დეპუტატმა დაუჭირა. კობახიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა პარლამენტის სამმა წევრმა.

კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი კიდევ ერთხელ შესრულდა.

ირაკლი კობახიძის არჩევას წინ უძღოდა კამათი, რომელიც "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის გაიმართა.

კენჭისყრის პროცედურამდე საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა მას კითხვებით მიმართეს.

Print