ახალი ამბები
ბაღების გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტის განმარტება ქუთაისში ბავშვების გატაცების მცდელობაზე
FaceBook
ქუთაისში მოსწავლეების გატაცების მცდელობაზე #2 საჯარო სკოლის გარდა, საბავშვო ბაღებსა და ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზეც საუბრობენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, მათ სმენიათ რამდენიმე საბავშვო ბაღსა და საღორიის ტყის მიმდებარედ ბავშვების გატაცების მცდელობის თაობაზე, თუმცა კონკრეტულად ვერც ფაქტს და ვერც ადგილს ასახელებენ.

ქუთაისიპოსტმა ინფორმაცია ქალაქის რამდენიმე ადგილას გადაამოწმა, მათ შორის მერიის მუნიციპალიტეტის კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში (სადაც საღორიის ტყის ტერიტორია შედის) და საბავშვო ბაღების გაერთიანებაში.

"ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა. მით უმეტეს, გვაქვს კავშირი სკოლებთანაც, მაგრამ მაგ ტერტიტორიაზე მსგავსი არაფერი გაგვიგია," – ამბობს კახიანოურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წამყვანი სპეციალისტი, ია შანიძე.

მოზარდების გატაცების მცდელობის თაობაზე ინფორმაციას არც ააიპ ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებაში ადასტურებენ.

"ჩვეულებრივ განრიგში მიდის მუშაობა. სკოლებში გავრცელებული პანიკა ჩვენთან არ შეინიშნება. ვინც არის პასუხისმგებელი ბავშვის გაყვანაზე, იმის გარდა, ბავშვს ვერავინ გაიყვანს", – აცხადებს ბაგა–ბაღების გაერთიანების საწავლო პროცესისა და მეთოდური სამსახურის კოორდინატორი, ნუნუ ფერაძე.

ქუთაისიპოსტმა დღეს გაავრცელა ინფორმაციას, სადაც ქუთაისში, # 2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები, პირველი კლასელის გატაცების მცდელობაზე საუბრობენ.

მათ თქმით, რადენიმე დღის წინ სკოლის ეზოში ერთ–ერთ პირველკლასელს უცნობი მამაკაცი გაყოლას სთხოვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ მეორე საჯარო სკოლიდან მოსწავლის გატაცების მცდელობაზე უწყებაში შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც საპარტულო პოლიციამ სკოლაში მოკვლევა განახორციელა. შსს–ში არ აკონკრეტებენ თუ საიდან შევიდა შეტყობინება.

"პირველკლასელი მოსწავლის თქმით, ეზოში იყო ვიღაც მამაკაცი. ბავშვი ვერ აღწერს ამ მამაკაცს. პოლიციის მიერ შემოწებულია ყველა სათვალთვალო კამერა, თუმცა სკოლის ტერიოტრიაზე უცხო მამაკაცი არ ფიქსირდება. ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუის ტირაჟირება და მსგავსი არც ერთი ფაქტი არ მომხდარა იმერეთის რეგიონში," – განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ამავე თემაზე:

ქუთაისში მოსწავლის გატაცების მცდელობაზე შსს–ში შეტყობინება შევიდა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.