ახალი ამბები
ხარაგაულის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" წარმომადგენელი აირჩიეს
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პოსტი, ყოფილი გამგებლის, ინგა მაღრაძის მოადგილემ მანანა ბარბაქაძემ დაიკავა.

საკრებულოს ახალი თავჯდომარის არჩევას 35–დან 31 დეპუტატი დაესწრო. კენჭისყრაში მონაწილეობა კი 24–მა მათგანმა მიიღო. მანანა ბარბაქაძე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა მოხდა, რომლის პოსტი "ქართული ოცნების" წარმომადგენელს გივი ხიჯაკაძეს ერგო. ის ამ დრომდე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა.

ხარაგაულის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მიმდინარე წლის 7 ნოემბერს გამართულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს "რესპუბლიკელი" თავმჯდომარე გადააყენს.











Print