ახალი ამბები
EMC პარლამენტს შრომის პირობებისა და უსაფრთხოების კონტროლის ეფექტური სისტემის შექმნას თხოვს
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი" (EMC) და აქტივისტური ჯგუფები, საქართველოს პარლამენტს მიმართავენ.

ისინი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსგან შრომის პირობებისა და უსაფრთხოების კონტროლის ეფექტური სისტემის დაუყოვნებლივ შექმნას ითხოვენ.

"დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვასა და საქართველოს კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, რომელმაც ამ დრომდე არ შექმნა შრომის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის ეფექტური სისტემა, რამაც უნდა დააზღვიოს დასაქმებულთა უფლებების დარღვევა სამუშაო ადგილებზე და მოახდინოს ამგვარ შემთხვეებზე ეფექტური რეაგირება.

დაუყოვნებლი შეიქმნას შრომის პირობებისა და უსაფრთხოების კონტროლის ეფექტური სისტემა, რომელსაც ექნება სამუშაო ადგილების სათანადო ინსპეტირებისა და დარღვევების გამოსწორების ეფექტური ბერკეტები", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზიების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების პროტესტის დასრულების მიუხედავად, დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობებისა და შრომითი ექსპლუატაციის შენარჩუნების რისკები კვლავ არსებობს, რამდენადაც, ერთი მხრივ, შრომის ინსპექტირების მექანიზმი კვლავ არაეფექტურია, ხოლო მეორე მხრივ, სს "საქართველოს რკინიგზა" უარს აცხადებს პასუხისმგებლობა აიღოს რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების უფლებრივი მდგომარეობის კონტროლზე.

არასმთავრობო ორგანიზაციები შრომითი პირობებისა და უსაფრთხოების კონტროლის ეფესტური სისტემის შესამუშევებლად, პარლამენტის გარდა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსაც მიმართავენ.

ხარაგაულის სოფელ ზვარეში, სარკინიგზო გვირაბის თანამშრომლებმა, რვა დღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მუშაობა 10 ნოემბერს განაახლეს.

ისინი მძიმე და გაუსაძლის სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ და დამსაქმებლის მხრიდან შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.