ახალი ამბები
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იქნება
FaceBook
ხარაგაულის საკანონმდებლო ორგანოს ახალ თავმჯდომარეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით აირჩევენ.

ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი საკრებულოს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იქნება.

ამის შესახებ, ქუთაისიპოტთან საუბარში, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ბარბაქაძემ განმარტა.

"ახალი თავმჯდომარე აუცილებლად "ოცნების" წარმომადგენელი იქნება, რადგან ეს არის მმართველი პარტიაა. ეს აუცილებლია, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით ვინ შეიძლება იყოს. ამაზე გუნდში ვისაუბრებთ, სავარაუდო კანდიდატებზე შევჯერდებით სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ამ კვირაში გვექნება", - ამბობს მანანა ბარბაქაძე.

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, ინგა მაღრაძე თანამდებობიდან მიმდინარე წლის  7 ნოემბერს გამართულს საკრებულოს სხდომაზე გადააყენეს. კოლგებმა მას ადგილობრივ საკანონმდებლო ორაგანოში მუშაობა დაუწუნეს.

"მას ქონდა კომუნიკაციის პრობლემები. სწორედ ამიტომ მოხდა მისი გადაყენება", - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი, ვარლამ თავზარაშვილი.
ხარაგაულის საკრებულოში სულ 35 დეპუტატია.

საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე კი ირწმუნება, რომ მათ გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით მიიღეს.

ხარაგაულის საკრებულოში 14 წევრი "ქართული ოცნებიდანაა", სამ-სამი წარმომადგენელი ჰყავს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", "მრეწველებსა" და "რესპუბლიკურ პარტიას", ერთი "თავისუფალ დემოკრატებს", 10 კი ე.წ. უპარტიო დეპუტატია.


Print