ახალი ამბები
ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე მისასვლელი გზები ხვალიდან გაიხსნება
FaceBook
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასათიანის ქუჩაზე ხვალიდან საქალაქო ტრანსპორტი შეუფერხებლად იმოძრავებს
ქუჩაზე მოძრაობა წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოა შეფერხებული, რის გამოც მესამე დღეა გზის სავალი ნაწილი სასტუმრო "თბილისთან" გადაკეტილია და საქალაქო ტრანსპორტი შემოვლითი გზებით სარგებლობს.

საქალაქო ტრანსპორტი, რომელიც ასათიანის ქუჩიდან ჭავჭავაძის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ამ დროისთვის ერისთავის, გვანცელაძისა და სინაურის ქუჩებით მოძრაობენ.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანი Smk – მ, რომელიც წყლის სისტემის რეაბილიტაციას ქალაქის მასშტაბით ახორციელებს, ასათიანის ქუჩის გადაკეტვა სამი დღით ითხოვა.

ასათიანის ქუჩაზე კომპანია  წყალგაყვანილობის რეაბილიტაციას რამდენიმე თვეა ახორციელებს.

სამუშაოების გაჭიანურების გამო, ერთი თვის წინ კომპანიის ადგილობრივი ხელმძღვანელობა შეიცვალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.
რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში დაანონსებულ აქციას ქუთაისიდანაც
შეუერთდებიან.
11:23 / 01.05.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში დაანონსებულ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.