ახალი ამბები
ზვარეში ნაცემი მუშების მხარდასაჭერად 80 დასაქმებული მუშაობაზე უარს აცხადებს
FaceBook

სოფელ ზვარეში ნაცემი მუშების მხარდასაჭერად 80 ადგილობრივი მუშახელი ჩინურ კომპანიაში მუშაობაზე უარს აცხადებს.


ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ამ წუთებში საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან და "ჩინეთის 23 - ე ბიუროს" ადმინისტრაციისა და მათი მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ.

აქციის ფონზე შეჩერებულია რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებიც.

"მუშაობას იქამდე არ გააგრძელებს ადგილობრივი მუშახელი, ვიდრე ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ქართველებთან ურთიერთობის ფორმას არ შეცვლიან. ისინი აგრესიულად არიან განწყობილი ადგილობრივების მიმართ და ფიზიკურად უსწორდებიან," - ამბობს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის აპარატის უფროსის პაატა ნინუა.

მისივე თქმით, დაპირისპირების ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომელიც ამ დრომდე კონფლიქტის დარეგულირებას ცდილობს.

"ახლაც იყო მცდელობა კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან თავს დასხმოდა ერთ-ერთ ადგილობრივ დასაქმებულს, თუმცა სიტუაცია განეიტრალდა," - ამბობს ნინუა.

ხარაგაულის რაიონისსოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე ჩინური კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ დასაქმებულებს შორის დაპირისპირება მიმდინარე წლის 2 ნოემბერს დაიწყო.

პროფკავშირების ინფორმაციით, გვიან ღამით, შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" ზვარეს ობიექტის ადმინისტრაცია ტყიდან გამოსულ ორ ადგილობრივ მაცხოვრებელს არმატურებით გაუსწორდა. კონფლიქტში ჩაერია მსენებლობაზე დასაქმებული ადგილობრივი მუშახელიც.

2 დღიანი დაპირისპირების შედეგად სულ 8 ადამიანი დაზარალდა.

დაშავებულები ამ დროისთვის ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხარაგაულში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლითაა დაწყებული.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე
დღეს გავა.
11:30 / 16.04.2024
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა.
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე
ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
11:00 / 16.04.2024
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.