ახალი ამბები
სამხედრო ბრიგადებში სამუშაო დღე საქართველოს ჰიმნითა და დროშის აღმართვით დაიწყება
FaceBook
თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყებს.

სახელმწიფო სიმბოლიკის პატივისცემის, სამხედრო დისციპლინისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიაზე, ასევე ყველა სამხედრო ბაზასა და სასწავლო დაწესებულებაში 09:00 საათზე სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

"ჩვენ მივესალმებით მინისტრის გადაწყვეტილებას, რაც გამოიხატება საქართველოს შეიარაღებული ძალების მასშტაბით დღის დასაწყისში სამსახურის ჰიმნით დაწყებას. ჰიმნი ყველა ჯარისკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია, ამაღლებს პატრიოტულ გრძნობას, რაც დადებითად აისახება ყველა ჯარისკაცის საბრძოლო სულიკვეთებაზე და დამატებით მოტივაციას ქმნის, რომ თითოეული ჩვენთაგანი ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას" - აცხადებს აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ოჯახის სიწმინდის დღეთან დაკავშირებით
17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
12:18 / 16.05.2026
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ოჯახის სიწმინდის დღეთან დაკავშირებით 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
ქუთაისის ოპერის თეატრის რეკონსტრუქცია, რომელიც გასულ წელს უნდა
დასრულებულიყო, ამ დრომდე გრძელდება.
13:40 / 15.05.2026
ქუთაისის ოპერის თეატრის რეკონსტრუქცია, რომელიც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.