ახალი ამბები
ქუთაისში ფოტოკონკურსის „ილო“ პრეზენტაცია გაიმართა
FaceBook
ქუთაისის მერიაში ფოტოკონკურსი "ილო 2016"-ის პრეზენტაცია გაიმართა.

მისი მიზანი ნიჭიერი ფოტოგრაფების გამოვლენა და ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარებაა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს შეუძლიათ.

გამარჯვებულთათვის 4 პრემია გაიცემა: გრან-პრი, I, II და III პრემიები.

მათთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო ქანდაკებები.

ერთგვარ ტრადიციად იქცა ფოტოკონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.

ღონისძიება ქუთაისში 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მას ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს.

ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტისა და ფოტოგრაფის, ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს. მისი ფოტოატელიე ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.

გასულ წელს ფოტოკონკურსი სახელწოდებით "კადრი-ქუთაისი" ჩატარდა, თუმცა მიმდინარე წელს ფოტოკონკურსს სახელი "ილო" დაუბრუნეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩაზე (N20-ში) მდებარე საავადმყოფოში,
ნარკომანიით დაავადებულ პირებს უმკურნალებენ.
14:15 / 12.12.2025
ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩაზე (N20-ში) მდებარე საავადმყოფოში, ნარკომანიით დაავადებულ პირებს უმკურნალებენ.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის
სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან
ახორციელებს, 2026 წლის 1 იანვარს სრულდება.
11:28 / 12.12.2025
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან ახორციელებს, 2026 წლის 1 იანვარს სრულდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.