ახალი ამბები
ქუთაისის #28 საარჩევნო უბანზე ერთით მეტი სარეგისტრაციო ბეჭედი მიიღეს
FaceBook
ქუთაისში #28 საარჩევნო უბანზე ერთით მეტი სარეგისტრაციო ბეჭედი მიიღეს.

საუბნო სარჩევნო კომისის თავმჯდომარის, ელგუჯა სულაქველიძის განცხადებით, ერთით მეტი სარეგისტრაციო ბეჭედი 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზეც მიიღეს.

"სულ გვყავს 4 რეგისტრატორი. 5 ბეჭედი მოგვივიდა. დავლუქეთ და საღამოს ჩავაბარეთ. ასე იყო 8ოქტომბრის არჩევნებზეც,"– აცხადებს ელგუჯა სულაქველიძე.

მისი განმარტებით, 8ოქტომბრის არჩევნებზე 10 საათის მონაცემებით #28 საარჩევნო უბანზე 75 ამომრჩეველმა დააფიქსირა არჩევანი, ხოლო დღეს იგივე საათის მონაცემებით, ხმის მიცემის პროცედურა 37 მათგანმა გაიარა.

#28 საარჩევნო უბანზე ზედმეტ სარეგისტრაციო ბეჭედთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ უბნის თავმჯდომარემ ვერ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ყოველ 300 ამომრჩეველზე ერთი რეგისტრატორია გათვალისწინებული.

"ამ უბანზე რეგსიტრირებულია 1285 ამომრჩეველი, რომელსაც ემატება სპეცსიაში არსებული ამომრჩევლებიც. რადგან გადააჭარბა ამ რაოდენობას, მას უფლება ჰქონდა ყოლოდა 5 რეგისტრატორი, მაგრამ რადგან მან ჩათვალა, რომ 5 რეგისტრატორი აღარ იყო საჭირო, ეს პრობლემა არ არსებობს. მას შეუძლია ეს ბეჭედი დალუქოს და ამომრჩეველთა რეგისტრაცია ჩვეულებრივ გაგრძელდება 4 რეგისტრატორის მიერ. ეს დიდი დარღვევა არაა და კენჭისყრის პროცესის ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის," – აცხადებს #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი.

ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო უბანია.

10 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 7 293 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 4,51 % შეადგენს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.