ახალი ამბები
თბილისიდან ქუთაისის აეროპორტამდე შესაძლოა პირდაპირი მატარებელი დაინიშნოს
FaceBook
თბილისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მიმართულებით, შესაძლოა, მატარებელი დაინიშნოს, რომელიც პირდაპირ რეისებს რეგულარულად შეასრულებს.

"საქართველოს რკინისგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დაცი ცაგურიას თქმით, პირველ ეტაპზე პროექტის მომგებიანობა და ეფექტურობა უნდა დადგინდეს, რის შემდეგაც გადაწყდება მისი მშენებლობა.

"წამყვანი სპეციალისტები უკვე მუშაობენ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს პროექტის ეკონომიკური ეფექტურობა. ეს მოგვცემს საშუალებას, ზუსტად განვსაზღვროთ, როგორი უნდა იყოს პროექტი. ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან ეფექტური და მოსახერხებელი, არა მხოლოდ ქუთაისის აეროპორტში მიმავალი მგზავრებისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის, ვინც ქუთაისში და თუნდაც ევროპაში მიდის,"- განაცხადა ქუთაისიპოსტთან საუბარში დაჩი ცაგურიამ.

მისი თქმით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც, საპროექტო წინადადებების მისაღებად, ტენედრი გამოცხადდება.
მოგვიანებით კი, ასევე, ტენდერის გზით, სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შეირჩევა.

სამუშაოების დაწყებისა და პროექტის დასრულების დეტალებზე "საქართველოს რკინიგზაში", ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ.

უწყებაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ მატარებლით მგზავრობის ტარიფი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება.

"საქართველოს რკინიგზა" ერთ-ერთი ყველაზე იაფია მთელს მსოფლიოში, ამიტომ ამ შემთხვევაშიც არ იქნება მაღალი ტარიფები",-აცხადებს დაჩი ცაგურია.

ამ დრომდე, თბილისიდან ქუთაისში მატარებლით ჩასულ მგზავრებს, აეროპორტამდე მისასვლელად, დამატებითი ტრანსპორტის გამოყენება სჭირდებათ, რაც გარდა გართულებული გადაადგილებისა, გაზრდილ ხარჯებთან არის დაკავშირებული.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.