ახალი ამბები
ტყიბულში შახტაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
FaceBook
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში 51 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილი ამავე შახტაში დასაქმებული თემურ კაკაურიძეა. იგი მინდელის შახტაში სამი თვის წინ დასაქმდა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის, მე-6 უბანზე მოხდა.

თემურ კაკაურიძის ცხედარი თანამშრომლებმა დილის 7 საათზე, მორიგეობის შეცვლის დროს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლითაა აღძრული, რაც სამთო–სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შსს–ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხედარს გარეგანი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

"დანიშნულია ექსერტიზა, რომლის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი," – აცხადებენ შსს–ში.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შსს-ს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში,
შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული.
10:31 / 22.10.2025
შსს-ს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო
ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ.
14:45 / 21.10.2025
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.