ახალი ამბები
ქუთაისში თეთრი და რუსთაველის ხიდები სატესტო რეჟიმში გაანათეს
FaceBook

ქუთაისში თეთრი და რუსთაველი ხიდები გაანათეს.


ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ხიდების განათების სამუშაობი არ დასრულებულა და ამ დროისთვის ისევ მიმდინარეობს.

"ხიდები სატესტო რეჟიმში განათდა, საბოლოო სახეს ნოემბრისთვის მიიღებს," - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

ქუთაისში წითელი, რუსთაველის, თეთრი ხიდი და ამასთანავე თეთრი ქვების მიმდებარე ტერიტორიის განათებას, მერიის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გლობალ სერვისი" ახორციელებს.

პროექტის მიხედვით, ხიდების გასანათებლად სხვადასხვა ფერის ენერგოდამზოგ ნათურებს გამოიყენებენ. როგორც მერიაში აცხადებენ, ისინი ექსპლუატაციის ხარჯებს მინიმუმამდე შეამცირებს.

ქუთაისში ხიდების განთების მიზანი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტების მიზიდვაა.

მათი განათებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 205 599 ლარია გამოყოფილი.


 

Print