ახალი ამბები
ქუთაისში არჩევნებზე 15 საათისთვის ამომრჩეველთა 28,81% მივიდა
FaceBook
ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის 15 საათიან მონაცემებს ავრცელებს.

კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 46 588–მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 28,81% შეადგენს.

ოსეფაიშვილის განმარტებით, 2012 წლის არჩევნებში 15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 65 000 შეადგენდა.

"აქტივობა ისევ მაღალია, ისევ რიგებია ზოგიერთ უბნებზე," – აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში 12 საჩივარია შესული, რომლებიც პროცედურული საკითხების დარღვევას შეეხება.

რაც შეეხება #79 და #117 საუბნო საარჩევნო კომისიებში გადასატანი ყუთების ბათილობის საკითხს, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შესაძლებელია, ისინი გაუმქდეს.

"ალბათ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მათი გაუქმების შესახებ, რადგან დარღვეულია ის პროცედურა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო გადასატანი ყუთის გადატანის დროს. ამის შესახებ კომისია გადაწყვეტილებას ხმის მიცემის პროცედურების დასრულების შემდეგ მიიღებს," – განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო უბანია. მათ შორისაა #59-ე ოლქისთვის შეერთებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, სადაც 5 უბანი გაიხსნა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.