ახალი ამბები
ავარია ქუთაისში – თვითმხილველები გამომწვევ მიზეზად ძაღლს ასახელებენ
FaceBook
ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დილის საათებში მოხდა.

დაშავებულია BMW მარკის ავტომობილის მძღოლი და მგზავრი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტომობილის მძღოლს ორივე ფეხი და ხელი დაუზიანდა. მათივე თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე ნახევარი საათის დაგვიანებით მოვიდა.

თვითმხილველები ავარიის გამომწვევ მიზეზად ძაღლს ასახელებენ. როგორც ისინი ყვებიან, ძაღლი ავტომობილს მოძრაობის დროს საბურავებში შეუხტა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.