ახალი ამბები
ქუთაისში მეუღლის მიერ დაჭრილი 24 წლის გოგონას საქმეს პროკურატურა იძიებს
FaceBook
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, დაჭრილი გოგონა და მისი მეუღლე ერთი კვირის წინ დაქორწინდნენ.



ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცის მიერ მეუღლეს დაჭრის ფაქტზე პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც უწყებაში "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს, შემთხვევის შესახებ ინფორმაციას დღის განმავლობაში გაავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ღამით ქუთაისში მამაკაცმა მეუღლე იარაღით თავის არეში დაჭრა.

24 წლის ახალგაზრდა ქალი მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის, თუმცა პაციენტის მდგომარეობის თაობაზე მედიკოსები კომენტირებისგან თავს იკავებენ.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, დაჭრილი გოგონა და მისი მეუღლე ერთი კვირის წინ დაქორწინდნენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც მეუღლე დაჭრა, პოლიციის თანამშრომელია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ქუთაისი
მსგავსი სიახლეები
მომავალი  წლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის
მომსახურებას სრულად მუნიციპალური ავტოპარკი უზრუნველყოფს და
კომერციული სამარშრუტო ხაზები აღარ იქნება.
11:39 / 24.10.2026
მომავალი  წლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებას სრულად მუნიციპალური ავტოპარკი უზრუნველყოფს და კომერციული სამარშრუტო ხაზები აღარ იქნება.
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.