ახალი ამბები
ქუთაისში ტექსტილის 15 ფაბრიკის აშენება იგეგმება
FaceBook

ქუთაისში 150 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 15 ტექსტილის ფაბრიკის მოწყობა იგეგმება.


პროექტის განხორციელებას "საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია" აპირებს.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოსმან ჩალიშქანი "ქუთაისიპოსთან" საუბარში განმარტავს, მიზანი ქუთაისის ტექსტილის ქალაქად ქცევა, ინვესტორების მოზიდვა და მოსახლეობის დასაქმებაა.

"მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს ხელისუფლებასთან, პროექტი უკვე მზადების პროცესშია, თუმცა საჭიროა, ასევე, კვალიფიკაციური კადრების მომზადება," - ამბობს ჩალიშქანი.

"საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელის თქმით, კვალიფიციური კადრების გაჩენის მიზნით, ტექსტილის ქარხნების მშენებლობის პარალელურად, მუშახელის გადამზადებას დაიწყებენ.

ჩალიშქანის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქუთაისში ინფრასტრუქტიურულად მოეწყობა ფაბრიკები და კვალიფიკაციური კადრებიც გაჩნდება, ინვესტორების მხრიდან ქალაქზე დაინტერესება დიდი იქნება.

"დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა პროექტი 2017 წლამდე განხორციელდება," - აცხადებს ჩალიშქანი.

მისივე განმარტებით, ინვესტიციის კონკრეტული მოცულობაც პროექტის დეტალიზაციის შემდეგ დადგინდება.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის
არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
15:43 / 10.12.2025
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა
სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ
განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების
თავისუფლებაზე,
13:48 / 10.12.2025
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.