ახალი ამბები
გია თევდორაძე აქციის ჩატარებაზე - ქუთაისის მერია ამ პასუხისმგებლობასაც ვერ ართმევს თავს
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა" 2016 წლის 1 ოქტომბერს ქუთაისში აქციას რუსთაველის გამზირზე მოაწყობს.

"პასუხიმგებლობა ხალხის გაღიზიანებაზე თუ სხვა ხელისშემშლელ ფაქტორებზე არის პოლიციის და სხვა უწყების, მათ შორის, თვითმართველობის საქმეც, მაგრამ როგორც ჩანს უუნარო ხელისუფლება ისევე, როგორც სხვა პასუხიმგებლობებს ამ პასუხისმგებლობასაც ვერ ართმევს თავს", - ასე უპასუხა ქუთაისი მერის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის, ხელმძღვანელმა გიორგი თევდორაძემ.

მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" 2016 წლის 1 ოქტომბერს ქუთაისში აქციას რუსთაველის გამზირზე მოაწყობს.

თევდორაძის თქმით, მათი, როგორც აქცია-მანიფესტაციის ორგანიზატორების, ერთადერთი ვალდებულება, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმის კურსში ჩაყენებაა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ", 2016 წლის 1 ოქტომბერს ამომრჩევლებთან შესახვედრად ადგილის გამოყოფის შესახებ, მერიას მიმართა.

პოლიტიკური პარტია ამ ღონისძიებისთვის #1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიას ითხოვდა, რაზედაც ქუთაისის მერიისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. თუმცა, ქალაქის მერმა "ნაციონალურ მოძრაობას" ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე აქციის ჩატარების ნებართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცა, თუკი ისინი გზის გადაკეტვით გამოწვეულ უკმაყოფილო ხალხზე პასუხიმგებლობას აიღებენ.





Print