ახალი ამბები
NGO სექტორი საარჩევნო რეკლამისთვის "პატრიოტთა ალიანსის" დაჯარიმებას ითხოვს
FaceBook
სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიაში" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავენ.

ისინი პოლიტიკური გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსის" მიერ წინასაარჩევნო სარეკლამო ვიდეო რგოლში საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ითხოვენ.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური საარჩევნო რეკლამა ქსენოფობიური შინაარსისაა, მიზანმიმართულად აღვივებს ეთნიკურ შუღლს და არღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხნოვებს.

"ვიდეო რგოლში პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი - დავით თარხან-მოურავი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ ეთერში თურქეთი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპანტად და საქართველოს მტრად მოიხსენია, ამომრჩეველს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: “ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა სასათბურე პირობები შეუქმნა თურქებს, სწორედ თურქებს უმზადებდა და ახლაც უმზადებს სააკაშვილი ბათუმს გადასაცემად” და ამის წინააღმდეგ პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 1 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში ამომრჩევლებს შეკრებისკენ მოუწოდებს.

პოლიტიკურ რეკლამაში ცალსახად და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ძალის ნეგატიური დამოკიდებულება თურქი ეროვნების ხალხის მიმართ, რითაც პოლიტიკური პარტია ცდილობს თურქი ხალხისგან მტრის ხატის შექმნას, ხოლო მათ წინააღმდეგ ბრძოლა პარტიის ერთერთ მთავარ მიზნადაა წარმოდგენილი," – აღნიშნულია მამართვაში.

მასზე ხელმომწერი ორგანიზაცები ცესკოს თავმჯდომარეს მოუწოდებენ შეისწავლოს პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი, რაც წარმოადგენს ამავე კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისიწინებულ სამართალდარღვევას და მიმართოს სასამართლოს პოლიტიკური სუბიექტის სამართალდამრღვევად ცნობისა და დაჯარიმების მოთხოვნით.

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიაში" შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები შედიან:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ლგბტ საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

პოლიტიკური გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსში" ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ არასამთავრობო სექტორის მიმართვაზე კომენატრს მოგვიანებით გააკეთებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.