ახალი ამბები
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები რუსეთშია - კანდიდატების წარდგენა ქუთაისში
FaceBook
პარტიამ "თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის" ქუთაისში მაჟორიტარობის ორი კანდიდატი წარადგინა.
#47-ე ოლქში გამარჯვებისთვის ლია გვენეტაძე იბრძოლებს, ხოლო # 48 ოლქში ნუგზარ უგლავა.

მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის მთავარ ამოცანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ასახელებენ, რაც მათი თქმით, პროცესში რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.

"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღგენის გასაღები არის რუსეთში. მოწოდება იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად შევალთ ნატოში, ეს არის არარეალური. რუსეთისთვის აშკარად მიუღებელია საქართველოს რომელიმე სამხედრო გაერთიანებაში გაწევრიანება და ჩვენ უნდა გავყვეთ მას ამ მოთხოვნაში, სანაცვლოდ კი მან უნდა დაგვიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები",- აცხადებს ქუთაისის # 47-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნუგზარ უგლავა.

საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით, პარტიის მოსაზრებებს იზიარებს კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი, ლია გვენეტაძე.

"სრულიად ვეთანხმები ამ პარტიის პოლიტიკურ ვექტორს საგარეო კურსში. პარტია არის ძალიან ეროვნული და მე ვფიქრობ, რომ ახლა ყველაზე უფრო მინიშვნელოვანია ერთიანობა. ჩვენი ძირითადი მიზანი არის რუსეთთან ურთიერობების დამყარება, მოლაპარაკებები  და ქვეყნის გამთლიანება",-აცხადებს ქუთაისის # 48-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლია გვენეტაძე.

ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 34 კანდიდატი იბრძვის. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
10 დეკემბერს ქუთაისში სპორტულ-კულტურული ფესტივალი
12:08 / 09.12.2022
10 დეკემბერს ქუთაისში სპორტულ-კულტურული ფესტივალი "ამერიკული დღეები 2022" გაიმართება.
ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საშობაო არდადეგები 31
დეკემბრიდან დაიწყება.
09:39 / 09.12.2022
ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საშობაო არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.