ახალი ამბები
პრემიერ–მინისტრი საჯარო მოხელეებს მიმართვას უგზავნის
FaceBook
საქართველოს პრემიერ–მინისტის გიორგი კვირიკაშვილის წერილი დღეს დილით ყველა საჯარო მოხელემ პირად მეილზე მიიღო.

"თითოეულ ჩვენგანს, ვინც სახელმწიფო სამსახურში ვართ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნის წინაშე. ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, ყოველი ლარი, რომელსაც ვხარჯავთ, ემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს საქმიანობაში ზედმიწევნით დავიცვათ კანონის მოთხოვნები. კანონის მცირე დარღვევასაც კი, შეუძლია მოსახლეობას დააკარგვინოს სახელმწიფო მოხელეებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობა, რაც დაუშვებელია.

წელს საარჩევნო პერიოდის გამო პოლიტიკური აქტიურობა გაზრდილია და განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვექცეთ საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერად და ეთიკურად შესრულებას.

ჩვენი კანონმდებლობით დადგენილია მთელი რიგი წესები, რომლებიც უნდა დაიცვან საჯარო მოხელეებმა და თანამდებობის პირებმა პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობის დროს. მნიშვნელოვანია, ამ წესებს ვიცნობდეთ და ვემორჩილებოდეთ.

გიგზავნით ამ წესებისა და შეზღუდვების ჩამონათვალს. გთხოვთ გაეცნოთ და გაითვალისწინოთ ისინი თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

სახელმწიფო სამსახურების რეპუტაცია თითოეული ჩვენგანის ხელშია და ყველა ვალდებული ვართ გავუფრთხილდეთ მას. მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის და მოგიწოდებთ, ერთად დავამკვიდროთ პროფესიონალური, ეთიკური, კანონმორჩილი საჯარო სამსახური ჩვენს ქვეყანაში", - ნათქვამია პრემიერის წერილში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქუთაისში ქალების წილი მოსახლეობაში
54%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
12:49 / 22.04.2026
2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქუთაისში ქალების წილი მოსახლეობაში 54%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 32 ბავშვი
გაშვილდა, ხოლო მშვილებელი პირების რაოდენობამ 1575 შეადგინა.
12:31 / 22.04.2026
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 32 ბავშვი გაშვილდა, ხოლო მშვილებელი პირების რაოდენობამ 1575 შეადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.