ახალი ამბები
"დახმარების ეროვნულის ცენტრის“ საქმიანობის პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
"დახმარების ეროვნულმა ცენტრმა" ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქმიანობის პრეზენტაცია მოაწყო.

ორგანიზაციის საქმიანობის სფერო სოციალური ტიპის სერვისების მიწოდებაა. ძირითად სამიზნე ჯგუფს კი ხანდაზმულები წარმოადგენენ.

როგორც შეხვედრაზე განმარტეს, ორგანიზაცია ხანდაზმულებს სხვადასხვა მომსახურებებს თავაზობს - დავრდომილების ბინაზე მოვლა, სოციალური ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სხვა.

ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ხანდაზმულთა პრობლემების ადვოკატირებაა, რაც უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ხელმისაწვდომობას, გადაწყვეტლების მიმღებ პირებთან შეხვედრებს და სხვა აქტივობებს გულისხმობს.

"მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა იმ საქმეებში, რომელთაც "დახმრების ეროვნული ფონდი" აკეთებს", - აღნიშნა ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დავით ლიკლიკაძემ.

ორგანიზაცია საქართველოში 2009 წელს დაფუძნდა. იგი "წითელი ჯვრის" მიერ ხანდაზმულთათვის შექმნილი ცენტრების უკეთესი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაზე ზრუნავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები


საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ
იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31
მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში
მდებარეობს.
14:40 / 18.05.2026

საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31 მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში მდებარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო
შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი
კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ
რეაგირებაზე იმუშავებს.
11:28 / 18.05.2026
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ რეაგირებაზე იმუშავებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.