ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა
FaceBook
ლურჯი მოცვის ბაღი იმერეთში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენდა.

პროექტი წყალტუბოს რაიონში, სოფელ გუბისწყალში 8.4 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე კომპანიამ „აგრო+“ განახორციელა. ფირმამ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100 000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

აქედან, 90 038 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 9 961 ლარი წვეთოვანი სისტემების მოწყობას მოხმარდა.

პროგრამის ფარგლებში მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები იმერეთის რეგიონში სულ 86.2 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ 454 055 ლარი შეადგინა.


ქვეყნის მასშტაბით ახალი ხეხილის ბაღები და სარწყავი სისტემა 1 519 ჰექტარზე მოეწყო, რაზეც საერთო ჯამში 7,8 მილიონი ლარზე მეტი დაიხარჯა.

პროგრამა „დანერგე მომავალი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში 2015 წლიდან დაიწყო.

„პროგრამის ფარგლებში თანამედროვე ტიპის ბაღის და სანერგე მეურნეობის მოწყობა, ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს,“ - აცხადებენ უწყებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.