ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრში "მაკდონალდსის" მეორე რესტორანი ან სასტუმრო აშენდება
FaceBook
ქუთაისში აღმაშენებლის მოედანზე, ისტორიული მუზეუმის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე "მაკდონალდსის" მეორე რესტორანი აშენდება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო netgazeti.ge იუწყება.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით კი მუზეუმის ყოფილი შენობის გვერდით, ჯერ კიდევ დაზუსტებული არ არის მაკდონალდსის მეორე რესტორანი აშენდება თუ სასტუმრო.

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, თბილისის ქუჩა N1-ში მდებარე 1 416 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს "თ და კ რესტორნებს" გადასცა.

კომოანიას ტერიტორია საკუთრებაში 885 000 ლარად გადაეცა.



Print