ახალი ამბები
სამოქალაქო აქტივიზმის ფესტივალი "გააქტიურდი" ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში სამოქალაქო აქტივიზმის ფესტივალი "გააქტიურდი"გაიმართა.

ღონისძიება საგანმანათლებლო პროგრამა "მრავალფეროვნების სკოლის" ფარგლებში განხორციელდა.

ორგანიზატორის თქმით, ფესტივალის მიზანი სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდაა.

"ფესტივალის მთავარი თემა ადვოკატირების კამპანია და საზოგადოებრივი მოძრაობების ქართული გამოცდილება არის. ქუთაისში და იმერეთის რეგიონში უამრავი პრობლემა არსებობს, ჩვენი სამიზნე არის წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდები. აუცილებელია არსებული პრობლემების შესახებ მოხდეს მსჯელობა და მთავარია, ვიპოვოთ გამოსავალი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერი, ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაცია და ა.შ" - განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა, ერეკლე ერისთავმა.

შეხვედრაზე ადვოკატირების შესახებ ტრენინგი ჩატარდა.

"სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია ახალგაზრდების გააქტიურება და ჩართულობა. ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება ადვოკატირების სწორად წარმართვა, ახალგაზრდებს საშუალება მივეცით ესაუბრათ ყველა იმ პრობლემაზე, რაც მათ ირგვლივ არსებობს," – განაცხადა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორმა, ეკა არველაძემ.

სამოქალაქო აქტივიზმის ფესტივალი "გააქტიურდი" ქუთაისში წელს პირველად ჩატარდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.