ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივესიტეტში რექტორთა საბჭოს განახლებული შემადგენლობის სხდომა გაიმართა.

შეხვედრა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდერე ჯეჯელავამ გახსნა.

მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან უმაღლესი განათლების განვითარება სამინისტროს მთავარი ამოცანა არის.

"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის საერთაშორისო განათლების განვითარება, რაც გულისხმობს იმას, რომ ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა საქართველოს უმაღლეს სასწავლებში მიიღონ საერთაშორისო სტანდარტის განათლება და დიპლომი. ამ მიმართულებით ყველაზე მეტი გამოცდილება აქვთ უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელებს, ამიტომ ვაპირებთ გავაგრძელოთ მსგავსი შეხვედრები და ვიმსჯელოთ იმ მნიშვენოვან საკითხებზე და პრობლემებზე რაც განათლებაში არსებობს," - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

რექტორთა საბჭოს სხდომაზე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, მეცნიერების ინოვაციების და სახელოვნებო-შემოქმედებით პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ ისაუბრა განათლების და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირინე დარჩიამ.

მისი თქმით, მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა საქართველოში წელს პირველად ამოქმედდება.

"ახალი პროგრამა ხელ შეუწყობს სკოლებში თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი კვალიფიციური პედაგოგების არსებობას," - განაცხადა ირინე დარჩიამ.

რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებებით არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.