ახალი ამბები
გიორგი თოთლაძე და ირაკლი მეზურნიშვილი მოსახლეობას შეხვდნენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურად განაგრძობენ შეხვედრებს.

ქარელის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე სოფლებს- შინდისს, ფხვენისს, ქვემო ხვითისსა და ყელქცეულას ესტუმრა. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. კანდიდატმა მოსახლეობას სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის საკითხები გააცნო.

"მე ვიქნები შუამავალი თქვენსა და მთავრობას შორის, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ვიყო თქვენი ღირსეული წარმომადგენელი პარლამენტში",- განაცხადა გიორგი თოთლაძემ.

კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი ამჯერად სოფლების- მირიანისა და ქვემო ხანდაკის მოსახლეობას შეხვდა. მან ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ დაიცავს საზოგადოების ღირსებას, ინტერესებსა და უფლებებს.

"იწყება ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი, რამეთუ ჩვენმა გუნდა ნამდვილად იცის, თუ რა სურს საზოგადოებას და როგორ უნდა განვითარდეს საქართველო",-აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და
უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის
მოქალაქეები დააკავეს.
14:50 / 26.07.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს.
სამართალდამცველებმა, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულის
ბრალდებით, 34 პირი დააკავეს, რომელთა დიდი ნაწილი მსხვილი
ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
08:36 / 26.07.2025
სამართალდამცველებმა, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 34 პირი დააკავეს, რომელთა დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.