ახალი ამბები
პროექტი „კინო-სკოლა ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის“ დასრულდა
FaceBook
ქუთაისში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის "კინო-სკოლა ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის" დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

მასში მონაწილე ახალგაზრდებმა ფილმები წარმოადგინეს, რომელიც კინოსკოლაში სწავლების პერიოდში გადაიღეს.

ნაჩვენები იყო ორი ფილმი "პორტრეტები" და მხატვრულ-დოკუმენტური  "ჩემი ბაღი" -  ქუთიასის ბოტანიკურ ბაღზე.

"პროექტი მეორე წელია რაც მუშაობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. თუმცა, ის ამით არ მთავრდება. კინოსკოლაში გადაღებული ფილმებს დაედება სუბტიტრები და გადაიგზავნება ბავშვთა საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ასევე, წარმოდგენილი იქნება თბილისში საბავშვო კინოფესტივალზე "ოქროს პეპელა", - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, ზვიად დოლიძემ.

კინო-სკოლა 6 დღიან სასწავლო კურსს და პრაქტიკულ სამუშაოს, ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას გულისხმობდა. მასში მონაწილეობა 20 -მდე მოზარდმა მიიღო.

მათ მეცადინეობას 6 პედაგოგი უტარებდა - კინოს ისტორიაში, კინოწარმოებაში, მხატვრული და დოკუმენტური კინოს დრამატურგიაში, რეჟისურასა და მონტაჟში.
ასევე, წაეკითხათ ლექცია კინო-საოპერატორო ხელოვნებაში, კინოაპარატურაში, კინოსა და კულტურის მენეჯმენტში.

პროექტი,  რომლის ღირებულება 11 250 ლარს წარმოადგენდა, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.