ახალი ამბები
"შავი ზღვის მარგალიტი" იმერეთში 250 მილიონიან 2 პროექტს განახორციელებს
FaceBook
ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი "შავი ზღვის მარგალიტი" იმერეთში ორი პროექტის განხორციელებას იწყებს.

მათი ღირებულება 250 მლნ აშშ დოლარი იქნება.

პროექტების შესახებ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ დოლიძემ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ისაუბრა.

"რძის კომპლექსი" ერთ-ერთია, რომელიც იმერეთის რეგიონში ამოქმედდება. პროექტი რძის 4 საწარმოს გააერთიანებს.

"ვერტიკალური ბაღები მწვანე პლანეტა" კი მეორე ინოვაციური პროექტია, რომლის განხორციელებისთვის ქუთაისთან ახლომდებარე ტერიტორია შეირჩევა.

როგორც არჩილ დოლიძემ განმარტა, ვერტიკალური ბაღების შექმნა აგროსამრეწველო კოლეჯის ფუნქციონირებასაც მოიცავს.
მისივე ინფორმაციით, ინოვაციური პროექტებისთვის საპროექტო სამუშაოები იმერეთის გუბერნიასთან მემორანდუმის გაფორმებიდან ერთ თვეში დაიწყება.

გარდა იმერეთისა, "შავი ზღვის მარგალიტი" აგროპროექტებს გურიის რეგიონში განახორცილებს, ხოლო გონიო-კვარიათის ტერიტორიაზე ეკოქალაქის აშენებას გეგმავს, რომელიც 98 ჰ ფართობზე განთავსდება.

არჩილ დოლიძის ინფორმაციით, ეკო-ქალაქის მშენებლობაზე 50 000 ადამიანი დასაქმდება, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ 30 000-მდე, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.

საერთო ჯამში, კომპანია საქართველოში 5 მლდ დოლარზე მეტი ინვესტიციის შემოტანას გეგმავს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ "შავი ზღვის მარგალიტის" პროექტებს უცხოური ბიზნეს-ჯგუფები განახორციელებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.