ახალი ამბები
"რესპუბლიკელი" მაჟორიტარობის კანდიდატი - გამოცდილი კადრები ჩანაცვლდა გამოუცდელით
FaceBook
"რესპუბლიკური პარტიის" მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ნატო ქათამაძე საუბნო საარჩევნო კომისიების დამოუკიდებელი წევრების არჩევა გააპროტესტა.

მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიამ გამოცდილი კადრი გამოუცდელით ჩაანაცვლა.

ამის შესახებ ნატო ქათამაძემ ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრა.

"ისინი არიან მხოლოდ სიტყვით დამოუკიდებელი. სიმანდვილეში, ისინი არიან პარტიული ნიშნით შერჩეული. მაქვს იმ უბნების სია, სადაც ვნახავთ, რომ გამოცდილი კადრები ჩანაცვლდა სტუდენტებით, მედდებით, ფარმაცევტებით. რადგან "ქართული ოცნებიდან" ჩემი კონკურენტი არის დიმიტრი მხეიძე, და ის არის მედიკოსი, ალბათობა იმისა, რომ ეს ხალხი თამაშობს დიმიტრის თამაშს, სახეზეა," – აცხადებს ნატო ქათამაძე.

"რესპუბლიკური პარტიის" მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები არათანაბარ გარემოში მიმდინარეობს და მოქმედი ხელისუფლება, ყოფილის მსგავსდ, ცდილობს გააყალბოს ის.

შეხვედრაზე ნატო ქათამაძემ მის სამაჟორიტარო ოლქში საუბნო კომისიებში წარდგენილი და შერჩეული კადრების შესახებ დოკუმენტაცია წარმოადგინა.

"#50–ე უბნზე 18 კონკურსანტიდნ აირჩიეს 5, საიდანაც გამოცდილება აქვს მხოლოდ ერთს. ასეთივე მდგომარეობაა ოლქის 41–ვე უბანზე," – განაცხადა ნატო ქათამაძემ.

"რესპუბლიკელი" კანდიდატი დაინტერესებულია რა კრიტერიუმებით შეარჩია საოლქო საარჩვენო კომისიამ გამოუცდელი და არაპროფესიონალი კადრი.

ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ საუბნო საარჩვენო კომისიების დაკომპლექტება გამჭირვალედ და კანონის სრული დაცვით მოხდა, რომლის დაკვირვების შესაძლებლობა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდა.

"მნიშვნელოვანია, რომ არჩეულია ბევრი გამოცდილი კადრი, რომლებმაც მაღალ დონეზე ჩაატარეს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ, წლების განმავლობაში დადებითად შეფასებული არჩევნები. ეს პირები არჩეული არიან მაღალი ქვორუმით. არჩეულ წევრებს შორის, ასევე, არიან საარჩევნო განვითარების სკოლის კურსდამთავრებულებიც," – აცხადებს ანა მიქელაძე.

ცესკოს სპიკერი წინასწარ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების კვალიფიკაციაზე საუბარს სამართლიანად არ მიიჩნევს.

"ჯერ მათ არ დაუწყიათ მუშაობა. შესაბამისად, მათი მიერ შესრულებული სამუშოს ხარისხის შესახებ საუბარი, რომელიმე მხარის მიერ, არის რთული. როდესაც დაიწყებენ ისინი საკუთარი სამუშაოს შესრულებას, თუკი არჩევნებში ჩართულ რომელიმე მხარეს ექნება დადასტურებელი ფაქტობრივი მოსაზრებები, საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე იმსჯელებს," – განაცხადა ანა მიქელაძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.