ახალი ამბები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გზის გადაკეტვას აპირებენ
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში გზის გადაკეტვას დაბინძურებული მდინარის გამო აპრებენ.

ადგილობრივების თქმით, ამ გზით ისინი ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ მუნუციპალიტეტს გადაუდებელი ყურადღება სჭირდება.

მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაბუნძურებულმა მდინარე ჩხერიმელამ მცირეწლოვნები მოწამლა.

ადგილობრივები მდინარის დაბინძურების მიზეზად მდინარის მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ არსებულ ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელ საწარმო "ნიუ სფეისს" მიიჩნევენ.

მოსახლეობამ ხელისუფლებას გადამჭრელი ზომების მიღებისკენ მოუწოდა

"ჩვენი თხოვნის მიუხედავად, არავინ გვაქცევს ყურადღებას," - ამბობენ ადგილობრივები.

სოფელ საღანძილეში მცხოვრებლებთან ერთად, აქციას ოპოზიციური პარტის წარმომადგენლებიც უერთდებიან.

"ხარაგაულში სერიოზული ეკოლოგიური პრობლემა არსებობს და დროა ხელისუფლებამ ხალხზე იზრუნოს," - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შპს "ნიუ სფეისი" მიმდინარე წლის 22 ივლისს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა.

უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანია ხარაგაულის ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტის საფუძველზე ფუნქციონირებს.

მათივე ინფორმაციით, შპს "ნიუს სფეისის"-გან წარმომადგენლის გამოყოფას ელოდებიან, რათა შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიების გატარებასთან ერთად, ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება მოხდეს.

Print