ახალი ამბები
სამტერდიაში გამართული აქციის მონაწილე იმერეთის სამხარეო პოლიციაში იმყოფება
FaceBook
"თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ სამტრედიაში გამართული აქციის მონაწილე, გიორგი სოფრომაძე იმერეთის სამხარეო პოლიციაში იმყოფება.

მასთან აჟამად იმყოფებიან ადვოკატები.

უფლებადამცველის, გურამ იმნაძის ინფორმაციით გიორგი სოფრომაძეს სამხარეო პოლიციაში მოწმის ნებაყოფილობითი სტატუსით გამოკითხვა უტარდება. თუმცა, სოფრომაძის მოთხოვნაა გამოკითხვა სასამართლოში წარიმართოს. ის, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებასაც ითხოვს.

"გიორგის აღენიშნება მცირე დაზიანება ხელზე, როგორ ის აცხადებს მას ეს დაზიანება სამტრედიაში დაკავების შემდეგ აღენიშნება," – აცხადებს გურამ იმნაძე.

უფლებამდაცველების განცხადებით, სოფრომაძის დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რაზეც მათი მხრიდან რეაგირებას მოახდენენ.

"ოფიციალურად ამას არ ქვია დაკავება, თუმცა ჩვწნი შეფასებით ეს იყო თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა და ჩვენ ამაზე ვაპირებთ სამტრედიის პოლიციის თანამშრომლების მიმართ რეაგირებას მოვახდენთ. ასეთი სამართლებრივი პროცედურა არ არსებობს, რომ ამგვარი ფორმებით მოხდეს მოწმის გადაყვანა," – ამბობს გურამ იმნაძე.

საპროტესტო აქცია სამტრედიაში სახელწოდებით "დემურ სტურუასთვის პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ!" – "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ იყო ორგანიზებული.

აქცია სოფელ დაფნარში გარდაცვლილი ახალგაზრდის, დემურ სტურუას საქმის გამოძიებისა და კანონდამრღვევი სამართალდამცავების დასჯის მიზნით გაიმართა.

საპროტესტო მსვლელობის მიმდინარეობისას მონაწილეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი ავტომობილები საღებავით შეღებეს და მათზე ფეხებით დადგნენ, რამაც სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.