ახალი ამბები
ნარკოტიკული საშუალების შემოტანაში დახმარების ბრალდებით შსს მაღალჩინოსანი დააკავეს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი დააკავა.

ზაზა სურმავა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში დახმარების და დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს.

შსს განცხადებით, აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით), სსკ-ს 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე) და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე).
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ
კურსებში შექმნილ ეკოლოგიურ კატასტროფას ეხმაურება.
12:48 / 17.03.2026
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში შექმნილ ეკოლოგიურ კატასტროფას ეხმაურება.
ქუთაისში 22 მარტს მოქალაქეები ერთიანობასა და დემოკრატიის
მხარდასაჭერად შეიკრიბებიან.
17:33 / 16.03.2026
ქუთაისში 22 მარტს მოქალაქეები ერთიანობასა და დემოკრატიის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.