ახალი ამბები
გაერო-ს მოსახლეობის ფონდი მსოფლიო ჰუმანიტარულ დღეს აღნიშნავს
FaceBook
გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მსოფლიო ჰუმანიტარულ დღეს ყოველწლიურად 19 აგვისტოს აღნიშნავს.

ორგანიზაცია ამ დღის აღნიშვნით პატივს მიაგებს ჰუმანიტარულ საქმიანობაში ჩართულ პირებს, რომლებიც საქველმოქმედო-ჰუმანიტარული სამსახურის შესრულების დროს საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი, ასევე მოუწოდებს საზოგადოებას გაერთიანდეს და ადვოკატირების გზით ხელი შეუწყოს უფრო ჰუმანური მსოფლიოს ჩამოყალიბებას.

წლევანდელი მსოფლიო ჰუმანიტარული დღის აღნიშვნას წინ უძღოდა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი, რომელიც 2016 წლის 23-24 მაისს სტამბოლში ჩატარდა. სამიტის განმავლობაში მსოფლიო ლიდერებმა გამოხატეს ერთობლივი მხარდაჭერა ჰუმანიტარული დახმარების სამუშაოების დღის წესრიგის განხორციელებაში და აიღეს ვალდებულება იმ 130 მილიონი ადამიანის წინაშე, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებენ.

"დღესდღეობით 65 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს იძულებით გადაადგილებაში, მათ შორის 21 მილიონი ლტოლვილი, რომელთა 47%-ს- ქალები, ხოლო 51%-ს 18 წლამდე ახალგაზრდები შეადგენენ. ყოველდღიურად 500-ზე მეტი ქალი და მოზარდი გოგონა იღუპება ორსულობისა და მშობიარობის დროს შეუსაბამო პირობების გამო. კრიზისისგან დაზარალებულ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ რთული არჩევანის გაკეთება, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას, დაცულობას და ღირსებას.

დღეს არსებული ჰუმანიტარული გამოწვევების საპასუხოდ გაერო-ს მოსახლეობის ფონდი არა ერთ სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან მომსახურებას უზრუნველყოფს: ავრცელებს მასალებს და ინფორმაციას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, მუშაობს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად, უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების სამუშაოების დღის წესრიგში ახალგაზრდების პრიორიტეტების გათვალისწინებას, მათ ჩართულობასა და გაძლიერებას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.