ახალი ამბები
პოლიტიკური პარტიების ხედვა ქვეყნის საგარეო კურსზე - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში ქვეყნის საგარეო კურსი გახდა განხილვის საგანი პოლიტიკურ პარტიებს შორის.

საკითხის განხილვის მიზნით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბა, თუმცა შეხვედრაზე არ იმყოფებოდა სახელისუფლებო მმართველი გუნდის წევრები.

ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების: "თავისუფალი საქართველო", "გირჩის" "ახალი საქართველოს," "ახალი მემარჯვენეების" "თავისუფალი დემოკრატების" "რესპუბლიკელებისა" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზით უნდა გააგრძელოს განვითარება.

"ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა გვჭირდება, თუმცა აუცილებელია ვიაროთ ევროპული ღირებულებების გზით," - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმზღვანელი, გოგი წულაია.

"საქართველო უნდა განვითარდეს დასავლური ორიენტაციის საფუძველზე," - განმარტა "ნაციონალმა" გიგი წერეთელმა.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის
გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
11:29 / 15.06.2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის
დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება
გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული
გამოწვევები შეაფასა.
12:03 / 14.06.2026
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები შეაფასა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.