ახალი ამბები
ქუთაისში გაზეთ "ფაქტმეტრის“ პრეზენტაცია გაიმართა
FaceBook
"ფაქტმეტრი" ვებგვერდ www.factcheck.ge-ის ბეჭდური გამოცემაა, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გაზეთის მიზანია იმ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომელთაც მის ელექტონულ ვერსიაზე ხელი არ მიუწვდება.

პრეზენტაციაზე ისაუბრეს "ფაქტჩეკის" ზოგად მიზნებზეც, რომლებიც საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებას, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას გულისხმობს.

ზუსტი ინფორმაციის ცოდნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2016 წლის საპარლამენტო აჩევნებისთვის..ფაქტმეტრის იმერეთის გუნდმა უკვე გადაამოწმა 10 პოლიტიკოსის განცხადება, განაცხადეს პრეზენტაციაზე.

"ფაქტჩეკი ქართულ პოლიტიკაში საზოგადოებას სიმართლის დადგენაში დაეხმარება, იგი მას სწორი და ზუსტი ინფორმაციას მიაწოდებს და პოლიტიკოსთა მხრიდან საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების ზრდას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა "ფაქტჩეკის" წარმომადგენელმა, დავით ლიკლიკაძემ.

როგორც პრეზენტავიაზე აღნიშნეს, გაზეთი ლოკალურ საკითხებსაც გააშუქებს და რეგიონის პრობლემატიკაზეც იმსჯელებს. შესაბამისად, "ფაქტჩეკს" ანალიტიკოსები საქართველოს 6 მსხვილ რეგიონში ჰყავს, მათ შორის, იმერეთშიც.

"ფაქტჩეკი" საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ინოვაციური პროექტია, რომელიც მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.comwww.factcheck.org) შესაბამისად შეიქმნა. პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციებია: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, გერმანიის მარშალის ფონდი, დემოკრატიის მხარდაჭერის ევროპული ფონდი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.