ახალი ამბები
"საია" ქუთაისში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა
FaceBook
წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში, "საია" ქუთაისში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე "საიას" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და საარჩევნო პროგრამების კოორდინატორ ირმა პავლიაშვილი, პოლიტიკური პარტიების წევრთა მოსაზრებებსა და წინასაარჩევნო პერიოდის შეფასებებს გაეცნენ.

პოლიტიკური პარტიების წარმომდგენლებმა წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია უკლებას თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ პარტიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენისთვის შენობა არ დაუთმო, რაც მისი თქმით, პოლიტიკური ზეწოლის გამოვლინებაა.

"არც ერთი შენობა არ გამოგვიყო მერიამ და ღია ცის ქვეშ მოგვიწია შეხვედრის ორგანიზებამ. თავდაპრიველად თანხმობა განაცხდა მესხიშვილის თეატრის დირექტორმა, თუმცა, მოგვიანებით მერიამ მოახერხა ის, რომ საბოლოოდ უარი ეთქვათ ჩევნთვის",- განაცხადა უკლებამ.

წინასაარჩევნოდ, ააიპი დაწესებულების თანამშრომელთა კამპანიაში შესაძლო ჩართვაზე ისაუბრა საკრებულოს "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა ნატო ქათამაძემ. მისი თქმით, ააიპებში დასაქმებულებს სოციალური ქსელებით შეუძლიათ აგიტაციის გაწევა.

"20 მილიონამდე იხარჯება ააიპებისთვის, რომელთა თანამშრომლებსაც, უბრალოდ, შეუძლიათ სოციალური ქსელებით განახორციელონ აგიტაცია. თუ ააიპის ყველა თანამშრომელი 24 საათი დაჯდება სოციალურ ქსელში, მეტი პიარი არც სჭირდება ხელისუფლებას",- განაცხადა ნატო ქათამაძემ.

"პოლიტკური პარტიების მხრიდან გაჟღერებულ რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით, შესაძლოა ჰქონდეს გარკვეულ კანონდარღვევებს ადგილი. ჩვენ შევისწავლით ამ ფაქტებს, მოვიძიებთ მტკიცებულებებს და გადავცემთ უწყებათაშორის კომისიას, აუდიტის სამსახურს და სხვა უწყებებს.საჭიროების შემთხვევაში სასამართლოსაც", - განაცხადა საიას საარჩევნო პროგრამების კოორდინატორმა, ირმა პავლიაშვილმა.

ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა ნაცლიშვილის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში "საიას" უმთავრესი მიზანი სამთავრობო უწყებების მუშაობაზე დაკვირვებაა.

"ჩვენთვის განსაკურებით მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ როგორ მუშაობენ წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო უწყებები, ძალოვანი სტრუქტურები, სასამართლოები, საარჩევნო ადინისტრაცია, აუდიტის სამსახური და ასე შემდეგ. ჩვენი მიზანია, არამხოლოდ კანონდარღვევის ფაქტების გამოვლენა, არამედ, პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეუშავება",- განაცხდა ანა ნაცლიშვილმა.

"საია" აქტიურად დააკვირდება კენჭისყრის დღესაც და არჩევნების შემდგომ პერიოდსაც.

წინსაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ფაქტებს კი არასამთავრობო ორგანიზაცია შუალედურ ანგარიშში ასახავს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, "საიას" 500 კაციანი სადამკვირვებლო მისია ეყოლება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.